საავტომობილო ზეთების იმპორტი გაიზარდა, საავიაციო ნავთის კი – შემცირდა

საავტომობილო ზეთების იმპორტი გაიზარდა, საავიაციო ნავთის კი – შემცირდა

იანვარ-თებერვლის თვეებში საავტომობილო ზეთების იმპორტი გაიზარდა, საავიაციო ნავთის იმპორტი კი – შემცირდა. ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი იტყობინება.

კერძოდ, 2023 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 2,98 ათასი ტონა, რაც 0,03 ათასი ტონით ანუ 1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (2,95 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის 2 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 0,76 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 25,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 0,54 ათასი ტონა (18,1%); გერმანია – 0,34 ათასი ტონა (11,4%), რუსეთი – 0,17 ათასი ტონა (5,7%); და სხვ.

2023 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 14,8 ათასი ტონა, რაც 3 ათასი ტონით ანუ 16,8%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,8 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის 2 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 56,1% (8,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 36,5% (5,4 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან, 7,4% (1,1 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან

მსგავსი სიახლეები

მარტში მშენებლობა გაძვირდა – მიზეზი

მარტში მშენებლობა გაძვირდა – მიზეზი

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში მშენებლობა გაძვირდა. კერძოდ, 2024 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი თებერვალთან შედარებით 1%-ით, წინა წლის შესაბამის თვესთან…
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ჩამოდის

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ჩამოდის

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი დღეს, 7 მაისს საქართველოს ეწვევა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროკავშირის…
აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…